leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კობახიძე: ხაბეიშვილი, სანიკიძე, მე მასწავლიან ევროპულობას, ეს ხომ ღიმილისმომგვრელი და სამარცხვინოა

„ღიმილისმომგვრელია როცა ლევან ხაბეიშვილი, ნიკა გვარამია, გუბაზ სანიკიძე, ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, გვასწავლიან, პირადად მე მასწავლიან ევროპულობას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ღიმილისმომგვრელია გუბაზ სანიკიძის და ლევან ხაბეიშვილის ფსევდოევროპული კამპანიაც.

„მინდა, გაგიზიაროთ ასევე ჩემი პირადი აღქმა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ წარმოებულ ფსევდოევროპულ კამპანიასთან დაკავშირებით, ღიმილისმომგვრელია როცა ლევან ხაბეიშვილი, ნიკა გვარამია, გუბაზ სანიკიძე, ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, გვასწავლიან, პირადად მე მასწავლიან ევროპულობას, ხაბეიშვილი, სანიკიძე, მე მასწავლიან და ჩვენ გვასწავლიან ევროპულობას, ეს ხომ ღიმილისმომგვრელია, ეს ხომ სამარცხვინოა. მათი ანტიევროპული წარსული და ქცევა არის ყველაზე ცხადი დასტური იმისა, თუ რამდენად ყალბია მათ მიერ წარმოებული ე.წ. ევროპული კამპანია. გუბაზ სანიკიძის და ლევან ხაბეიშვილის ევროპული კამპანია არის ღიმილისმომგვრელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე იხილეთ