ირაკლი კობახიძე: შემთხვევით, ხოშტარიას წამოცდენის გამო გავარკვიეთ, რომ თურმე მის პოლიტიკურ პარტიას არაკონსტიტუციურად, უკანონოდ აფინანსებდა ერთ-ერთი ევროპული ფონდი, საქართველოს მოქალაქეს დღეს არ აქვს ინფორმაცია ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით
„შემთხვევით, ხოშტარიას წამოცდენის გამო გავარკვიეთ, რომ თურმე მის პოლიტიკურ პარტიას არაკონსტიტუციურად, უკანონოდ აფინანსებდა ერთ-ერთი ევროპული ფონდი, საქართველოს მოქალაქეს დღეს არ აქვს ინფორმაცია ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, პოლიტიკურ პარტიას – „დროა“ შექმნილი ჰქონდა ფიქტიური არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომლის მისამართი, ხელმძღვანელი, „ფეისბუქის“ გვერდი, ყველაფერი იგივე იყო და ერთ-ერთი ევროპული ფონდი 2-3 წლის განმავლობაში ამ არასამეწარმეო იურიდიულ პირს ურიცხავდა თანხებს, რაც არ იყო საგრანტო პროექტზე აგებული დაფინანსება.
„პირდაპირ ურიცხავდნენ თანხებს ხელფასებისთვის და ოფისებისთვის. ეს არსად ეწერა. ერთხელ წამოსცდა ხოშტარიას და „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ მისი საარჩევნო კამპანია დაფინანსდა EED-ის მიერ და ამისთვის მადლობას უხდის. შემთხვევით გავიგეთ, არსად წერია ეს, დღესაც ვერ ნახავთ ვერანაირ ინფორმაციას, ვის რამდენი და როგორ ჩაერიცხა, მაგრამ შემთხვევით, წამოცდენის გამო გავარკვიეთ, რომ თურმე ხოშტარიას პოლიტიკურ პარტიას არაკონსტიტუციურად, უკანონოდ აფინანსებდა ერთ-ერთი ევროპული ფონდი. საქართველოს მოქალაქეს დღეს არ აქვს ინფორმაცია ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით. თქვენ ხომ ხართ დაინტერესებული, არსებობდეს კანონი, რომელიც თქვენ ამ მინიმალურ ინფორმაციას მოგაწვდით? მაშინ რატომ არ მოგწონთ ეს კანონი?!“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.