leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი აბდალაძე: ამ ხელისუფლების პირობებში საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსიც, ვიზალიბერალიზაციაც და დარწმუნებული ვარ, რომ სამომავლოდ ევროკავშირში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილებასაც მივიღებთ

„საქართველო აუცილებლად იქნება ევროპის წევრი. თითოეული ადამიანი, ვინც ემსახურება სამშობლოს, მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით ემსახურება, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს”, – ამის შესახებ ფოტოგრაფმა, ყოფილმა პოლიტპატიმარმა გიორგი აბდალაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„ამ ხელისუფლების პირობებში საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსიც, ვიზალიბერალიზაციაც და დარწმუნებული ვარ, რომ სამომავლოდ გაწევრიანების გადაწყვეტილებასაც მივიღებთ“, – აღნიშნა მან.

გიორგი აბდალაძე ასევე გამოეხმაურა გამჭვირვალობის კანონპროექტის ირგვლივ ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პროცესებს და აღნიშნა, რომ კანონპროექტის მოწინააღმედეგეებს, რეალური არგუმენტები არ აქვთ.

„მე ტელეეთერით ვაკვირდებოდი კანონპროექტთან დაკავშირებით მამუკა მდინარაძის გამოსვლებს. ძირითადად იყო საუბარი მათი [ოპოზიცია] მხრიდან ის, რომ ეს კანონი რუსულია, სხვა ახსნა, არგუმენტი არ ყოფილა. ასეთი მმართველობა ჰქონდათ იმ პერიოდში ნაციონალურ მოძრაობას. ჩვენ ფოტოგრაფებს, იმ ადამიანებს, რომლებმაც 2008 წლის ომი გამოვიარეთ, ჩვენი ფოტოები მსოფლიოს წამყვან პირველ გვერდებზე იყო გამოქვეყნებული [გვეუბნებოდნენ) რუსები ხართო, რუსებს ემსახურებითო. არასდროს არავის დაავიწყდება მათი ქმედებები, უამრავ ოჯახს შეეხო მათი დიქტატორული მმართველობის სადიზმი, ის რაც ხდებოდა გლდანის ციხეში და რაც გავიარეთ, ამ ყველაფერს ჩვენი კოლეგა, ზურა ქურციკიძე შეეწირა. ჩვენი ვალია, ყველა იმ ადამიანის, ვინც ეს ჯოჯოხეთი გავიარეთ, რომ არ დავუშვათ ისევ მობრუნდეს ეს ძალა ხელისუფლებაში. სათქმელს ყველგან ვიტყვით. მეთოდი არის იგივე – დააბრალო ადამიანს ის, რაც არ არის და შემდგომში ყველას დააჯერო ეს. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი ამ ამბავში ჩაერთო, სამწუხაროა, რომ შეიწყალა ყოველგვარი ახსნის გარეშე ადამიანი, რომელმაც პოლიციელები დაწვა და აუნთო მწვანე შუქი ყველას, რომ ჩაიდინონ ის რაც უნდათ პოლიციელებთან მიმართებით, რადგან ის იქნება შეწყალებული. ეს მკვეთრი ნაბიჯი ნიშნავს იმას, რომ მას გადაწყვეტილი აქვს, რაც შეიძლება მაქსიმალურად რადიკალურად წავიდეს ამ ქვეყანაში პროცესები“, – განაცხადა აბდალაძემ.

ასევე იხილეთ