leaderboard_below_slide
left_sabechdi

ოზურგეთის მერმა პაატა კუნჭულიამ, მერის მოადგილეებმა – ბექა ჩხიკვიშვილმა, გურამ გოლიაძემ და სოფო რამიშვილმა, მერიის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსებთან ერთად „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის“ პრიორიტეტების და პროგრამების საკითხებზე იმსჯელეს

ოზურგეთის მერმა პაატა კუნჭულიამ, მერის მოადგილეებმა – ბექა ჩხიკვიშვილმა, გურამ გოლიაძემ და სოფო რამიშვილმა, მერიის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსებთან ერთად „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის“ პრიორიტეტების და პროგრამების საკითხებზე იმსჯელეს.
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის წარმომადგენლებმა, დეტალურად წარადგინეს ბიუჯეტი და შესაბამისი ახსნა-განმარტებები გააკეთეს მერიის პროგრამებზე.
შეხვედრაზე, განიხილეს პროგრამები და განსაზღვრეს დაფინანსების ოდენობა სხვადასხვა პრიორიტეტზე.
2026 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი განსახილველად, საქართველოს საბიუჯეტო კანონმდებლობის შესაბამისად, 15 ნოემბერს ოზურგეთის საკრებულოს წარედგინება.
ასევე იხილეთ