leaderboard_below_slide
left_sabechdi

მსახიობი ლეო ანთაძე 93 წლის გახდა

1955–1967 წლებში მოღვაწეობდა მარჯანიშვილის, 1967–1975 წლებში რუსთავის თეატრებში. 1975 წლიდან კვლავ დაუბრუნდა მარჯანიშვილის თეატრს. მის მიერ შესრულებულ როლებს შორის აღსანიშნავია: ზურია — რეზო თაბუკაშვილის „რას იტყვის ხალხი“; შოთა არევაძე — კიტა ბუაჩიძის „მკაცრი ქალიშვილები“; ბუბნოვი — მაქსიმ გორკის „ფსკერზე“; ჩარლი — ტომას ბრანდონის „ჩარლის დეიდა“; ზურიკო — ნოდარ დუმბაძის, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“; შიშკობა — პოლიკარპე კაკაბაძის „კახაბერის ხმალი“ და სხვ. კინოროლებიდან: „ყვავილი თოვლზე“ (1959); „გაქცევა გამთენიისას“ (1975); „დათა თუთაშხია“ (1978); „მონანიება“ (1984); „ქუჩის დღეები“ (2010); „რენე მიდის ჰოლივუდში“ (2010) და სხვ.

,,კარგი მსახიობობა რთულია, როლი რომ კარგად ითამაშო და კარგი პროდუქცია შექმნა, ძალიან ბევრი სამუშაოა საჭირო. შრომისმოყვარეობა უნდა გახასიათებდეს. რომ ამბობენ, ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცია, სისულელეა. არაფერი არ გამოვა, თუ არ იმუშავებს, ხოლო თუ ნიჭიერი ხარ, არ მოგასვენებს ეს ნიჭი და გამუშავებს, ხოდა მე სულ ვმუშაობ!“ – აღნიშნავს მსახიობი.

ასევე იხილეთ