top_leaderboard

ირინა ბათიაშვილი: ორი დღეა მიდის სრული ლუსტრაცია იმ ფაშისტური პოლიტიკური უმცირესობის, რომლებიც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას დევნიან სოცქსელებში, ახორციელებენ მათზე პირდაპირ მორალურ ძალადობას

„მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო ტელეკომპანია „იმედს“ და „იმედის“ ჟურნალისტებს, რადგან გუშინ ვიხილეთ საშინელი ძალადობის ფაქტი, ეს როგორც მორალური, ასევე სიტყვიერი ძალადობა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი და უნდა დავგმოთ ყველამ ასეთი ტიპის ძალადობა”, – ამის შესახებ ირაკლი ბათიაშვილის შვილმა, ირინა ბათიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, აზრთა სხვადასხვაობა მნიშვნელოვანია და ეს არის დასავლური ღირებულებები.

„ორი დღეა მიდის სრული ლუსტრაცია იმ ფაშისტური პოლიტიკური უმცირესობის, რომლებიც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას დევნიან სოცქსელებში, ახორციელებენ მათზე პირდაპირ მორალურ ძალადობას და განვიცდით ამას ყველა. რატომღაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისგან შექმნან მტრის ხატი, რომ ჩვენ ვართ მოძალადეები, მახინჯები, მოღალატეები, ბოროტმოქმედები და ჩვენ ფიზიკურად უნდა გაგვისწორდნენ. რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის, რომელიც დღეს გარკვეულ საკითხებზე ინდიფერენტულია. განსხვავებული მოსაზრებების გარშემო შეიძლება ვიმსჯელოთ ტელევიზიებში, საჯარო სივრცეებში. მაგალითად ევროკომისიაში როდესაც წარადგინეს დემოკრატიის დაცვის პაკეტი, რომლის ერთ-ერთი შემადგენელია გამჭვირვალობის შესახებ აქტი, იქ იყო აზრთა სხვადასხვაობა. ევროპის სამოქალაქო ფორუმის გენმდივანმა საერთოდ პირდაპირ გააკრიტიკა ეს კანონი, თუმცა ამ კრიტიკის იქით არ წასულა მათი დისკუსია“, – აღნიშნა ირინა ბათიაშვილმა.

ასევე იხილეთ