თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატი: ჩვენმა პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მიხეილ ყაველაშვილს, მიმდინარე სამუშაოებში საქართველოსთან კოორდინირებული თანამშრომლობისთვის
“ჩვენს პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს შორის, სატელეფონო საუბარი გაიმართა”,– წერია განცხადებაში, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მათივე ცნობით, პრეზიდენტებმა სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ დაწყებულ გამოძიებაზე, ასევე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს.
„მხარეებმა განიხილეს საქართველოში, ჩვენი სამხედრო – სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ დაწყებული გამოძიება და ბოლო დროს განვითარებული მოვლენები.
ჩვენმა პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყაველაშვილს, მიმდინარე სამუშაოებში საქართველოსთან კოორდინირებული თანამშრომლობისთვის.
საქართველოს პრეზიდენტმა ჩვენს პრეზიდენტს, დაღუპული ჯარისკაცების გამო, სამძიმარი გამოუცხადა“, – წერია ინფორმაციაში.






