leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნიკოლ ფაშინიანი: “სომხეთის რევოლუციური ფედერაციის” პარტია გავლენის ჯაშუშურ ქსელად რჩება, უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, ვითმენთ თუ არა სხვა ქვეყნების გავლენის აგენტების ქსელს ჩვენს პარლამენტში

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა „გავლენის აგენტებთან“ ბრძოლის დაწყების შესახებ განაცხადა.

სომხური მედიის თანახმად, ფაშინიანმა პარტია „სომხეთის რევოლუციური ფედერაციის“, იმავე „დაშნაკცუთიუნის“ წევრებს მიმართა და აღნიშნა, რომ პარტია ბოლო 70 წლის განმავლობაში გავლენის აგენტი იყო.

“ეს პარტია ამ ქვეყნის გავლენის ჯაშუშურ ქსელად რჩება. დიახ, ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება და არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნის, ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, ვითმენთ თუ არა სხვა ქვეყნების გავლენის აგენტების ქსელს ჩვენი ქვეყნის პარლამენტში? ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება: ვითმენთ თუ არა სხვა ქვეყნების გავლენის აგენტების ქსელს ჩვენს წმინდათაწმინდაში?

ჩემი პასუხია – არა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ ასეთი ისტერიკა? ბოლოს და ბოლოს, ეს მათთვის უკანასკნელი შანსია, დაიბრუნონ ჩვენი სახელმწიფო და ჩაიდონ იმავე ჯიბეში, საიდანაც გამოვექეცით”, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა

ასევე იხილეთ