სოსო მანჯავიძე ოპოზიციაზე: ესენი პირდაპირ ჩამოკიდებულები არიან ბრიუსელზე, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ფლანგმა სრული კრახი განიცადა
“ესენი [ოპოზიცია] პირდაპირ ჩამოკიდებულები არიან ბრიუსელზე, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ფლანგმა სრული კრახი განიცადა” – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” პოლიტოლოგმა სოსო მანჯავიძემ.
მანჯავიძემ ევროკავშირში დღეს არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევრობიუროკრატია მალე შეიცვლება.
„ესენი [ოპოზიცია] პირდაპირ ჩამოკიდებულები არიან ბრიუსელზე, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ,მაგრამ გაჩერდებიან არავითარ შემთხვევაში, მონახავენ სხვა მეთოდებს. ამის ინდიკატორები სახეზე გვაქვს, საიდუმლო სერობა საფრანგეთის ელჩთან ვნახეთ ხომ? აგრეთვე ფიშერიადა, იგივე ჰერჩინსკი. ის რომ ევროკავშირში ასეთი პოლიტიკური ნებაა ეს საშიშია, მაგრამ ამას უნდა გავუძლოთ. დარწმუნებული ვარ იდეოლოგია რომლითაც გაჟღენთილია ევრობიუროკრატია მალე შეიცვლება, იმიტომ რომ მან მოჭამა თავის ჭირი, ისევე როგორც თავის დროზე მოჭამა კომუნიზმს რომ ვაშენებდით. ახლაც იგივე სიტუაციაა.
დარწმუნებული ვარ, იმედი მაქვს ევროპელი ხალხების, მათ დიდი გამოცდილება აქვთ, ამ ევროკავშირის უღელს ისინი მალე მოიცილებენ და პროგრესის გზას დაადგებიან. სრულიად აბსურდული იდეოლოგიური შტამპებისა და გეოპოლიტიკური შიზოფრენიის გამო ევროპული სახელმწიფოები დეგრადაციის გზას დაადგნენ, რაც ჩვენ სრულებითაც არ გვაწყობს“, – განაცხადა სოსო მანჯავიძემ.






