top_leaderboard

შალვა პაპუაშვილი: მადლობა ჩვენს პოლიციას, რომელმაც გამოიჩინა უმაღლესი პროფესიონალიზმი

„უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიციას, რომელმაც ამ დღეების განმავლობაში გამოაჩინა უმაღლესი პროფესიონალიზმი”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სწორედ მათმა პროფესიონალიზმა უზრუნველყო ერთი მხრივ, გამოხატვის თავისუფლების დაცვა და აქციაზე მყოფი მოქალაქეების უსაფრთხოება.

„ასევე უზრუნველყო, რომ როდესაც ჩვენ ვხედავდით რადიკალურ ჯგუფებს, რომლებიც ცდილობდნენ როგორც პოლიციის პროვოცირებას, ისე სხვადასხვა ძალადობრივ ქმედებებს, აქაც პროპორციული რეაგირება იყო. საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად დაინახა. სწორედ ამიტომაც არის, რომ პოლიცია არის ერთ-ერთი წამყვანი ნდობის მხრივ საქართველოს საზოგადოებისგან. აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებ მომავალშიც, რომ პოლიციასთან ითანამშრომლოს და იქნება ყველაფერი უზრუნველყოფილი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პოლიციელებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

ასევე იხილეთ