top_leaderboard

აფხაზეთის მეომართა კავშირის პასუხი დევი ჭანკოტაძის პროვოკაციულ განცხადებაზე

„მას არ აქვს უფლება, ძალოვანი ვეტერანების სახელით გააკეთოს მსგავსი შინაარსის განცხადება“, – ასე პასუხობს აფხაზეთის მეომართა კავშირი გენერალ დევი ჭანკოტაძის განცხადებას.

„ჩვენი ძალოვანი ვეტერანები, ყველა არის ამ კანონის წინააღმდეგი იმიტომ, რომ მთლიანად რუსული კანონია“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დევი ჭანკოტაძემ საქართველოს პარლამენტში განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს. „ჩემი, როგორც ადამიანის, როგორც სამხედროს, როგორც გენერლის რჩევაა, გაიტანეთ ეს კანონი“.

გენერალ–მაიორ დევი ჭანკოტაძის ამ განცხადებას სრულად  ემიჯნება აფხაზეთის მეომართა კავშირი – „მას არ აქვს უფლება, ძალოვანი ვეტერანების სახელით გააკეთოს მსგავსი შინაარსის განცხადება. აფხაზეთის მეომართა კავშირი სრულად იზიარებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მნიშვნელობასა და პრინციპს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

ასევე იხილეთ