top_leaderboard

Reuters: დმიტრო კულებას განცხადებით, დასავლეთს ისრაელის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება აქვს, ვიდრე უკრაინის მიმართ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ დასავლეთს ისრაელის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება აქვს, ვიდრე უკრაინის მიმართ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ როდესაც ირანმა შაბათს ისრაელის მიმართულებით რაკეტები და დრონები გაუშვა, აშშ-ის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის ძალები მათ ჩამოგდებაში დაეხმარნენ.

„ისრაელში ჩვენი პარტნიორების სტრატეგია, როგორც ჩანს, არის ზიანისა და სიკვდილის თავიდან აცილება. ბოლო თვეებში, უკრაინაში ჩვენი პარტნიორების სტრატეგია, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს ჩვენთვის დახმარების გაწევას ზიანის აღდგენაში“, – აღნიშნა დმიტრო კულებამ.

„ასე რომ, ჩვენი სამუშაო დღეს არის ვიპოვოთ გზა, სადაც ჩვენი პარტნიორები შეიმუშავებენ მექანიზმს, გზას, რომელიც საშუალებას მოგვცემს თავიდან ავიცილოთ სიკვდილი და ნგრევა უკრაინაში“, – დასძინა მან.

ასევე იხილეთ