გოგა ხაინდრავა სალომე ზურაბიშვილს: თავმოყვარეობა რომ არ გაქვთ და როგორც ჩანს, არც არასოდეს გქონიათ, გავიგეთ!

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ ტვიტერში წერს:
“ეს არა პრორუსული, არამედ რუსული კანონია, პრეზიდენტ პუტინის მიერ მიღებული კანონების ასლი”, – სალომე ზურაბიშვილი.
თავმოყვარეობა რომ არ გაქვთ და როგორც ჩანს, არც არასოდეს გქონიათ, გავიგეთ!
საჯაროდ რომ ცრუობთ
და არც გრცხვენიათ, ჩვენი საზოგადოება მიეჩვია. How much?!”