top_leaderboard

გიორგი ვოლსკი გამჭვირვალობის კანონპროექტზე ხელოვანთა ნაწილის კრიტიკულ პოზიციაზე: ასე გააფთრებით და ასეთი მწარე განცხადებებით გამოსვლით, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ვითომდა, სცილდება ევროპას, უპირისპირდები ერს

„ასე გააფთრებით და ასეთი მწარე განცხადებებით გამოსვლით იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ვითომდა, სცილდება ევროპას, უპირისპირდები ერს”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ხელოვანთა იმ ნაწილი პოზიციის შეფასებისას განაცხადა, რომლებიც ხელისუფლებას გამჭვირვალობის კანონპროექტის გამო აკრიტიკებენ.

გიორგი ვოლსკი 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის შემდეგ ხელოვანთა დაჯილდოებასაც იხსენებს.

„გამოვიდნენ და პრეზიდენტისგან ორდენი მიიღეს მაშინ, როცა რუსთაველის გამზირზე ჯერ სისხლი არც იყო გაწმენდილი იმ ადამიანებისა, ვინც სასტიკად არა მარტო სცემეს, მოკლეს. მაგრამ ერმა ამასთან დაკავშირებით კვლავ თავისი ტრადიციული პოზიცია დააფიქსირა, პატივი სცა ყველას, ვინც საქართველოს გვერდში ედგა. ახლა კი ასე გააფთრებით და ასეთი მწარე განცხადებებით გამოსვლით, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ვითომდა, სცილდება ევროპას, და რადიკალურად დაპირისპირებული, მწვავე, პოლიტიკურად გაუმართავი პოზიციით, უპირისპირდები ერს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ასევე იხილეთ