ოლაფ შოლცი: NATO-ს პარტნიორებმა უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის დამატებით 6 კომპლექსი შეიძლება გადასცენ

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ NATO-ს პარტნიორებმა უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის დამატებით 6 კომპლექსი შეიძლება გადასცენ.
„გავიგეთ, რომ უნდა იყოს შვიდი კომპლექსი, რომელთაგან ერთი ჩვენია. ვიმედოვნებთ, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ფარგლებში კიდევ ექვსი მოიძებნება“, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ NATO-ს წევრებს მთლიანობაში აქვთ საკმარისი რაოდენობის საჰაერო თავდაცვის სისტემები, რათა დააკმაყოფილონ უკრაინის მოთხოვნა მათი ნაწილის გადაცემასთან დაკავშირებით.