top_leaderboard

შალვა პაპუაშვილი: ამ დღეებში მოახერხეს „ენჯეოებმა“ და მათმა მფარველმა პარტიებმა, შეეკრიბათ ადამიანები იმ მოწოდებით, რომ რაც შეიძლება უფრო ნაკლები სუვერენიტეტი გვქონდეს. ეს არის პარადოქსი

„ამ დღეებში მოახერხეს „ენჯეოებმა“ და მათმა მფარველმა პარტიებმა, თუ მათმა ნაწილმა პარტიებისა, შეეკრიბათ ადამიანები იმ მოწოდებით, რომ რაც შეიძლება უფრო ნაკლები სუვერენიტეტი გვქონდეს. ეს არის პარადოქსი”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ძალიან სამწუხარო დასკვნებია, რასაც ვაკეთებთ და რასაც ვუყურებთ. ნაცვლად იმისა, რომ წარმოდგენილიყო რაიმე არგუმენტი მსჯელობისთვის, ვხედავდით ბრახუნს მაგიდაზე, ნაცვლად იმისა, რომ ეთქვათ რა არის შინაარსობრივად მათთვის მიუღებელი, გვეუბნებოდნენ, რომ ვიღაცამ რაღაც თქვა და ამიტომ უნდა მივიღოთ, თუ არ მივიღოთ. ის ესთეტიკა, რაც ჩვენ ვნახეთ, მსჯელობის ესთეტიკას ვგულისხმობ, მათ შორის პარლამენტის სხდომათა დარბაზში, ცოტა მაგონებს ჩვენს გამოცდილებას 90-იან წლებში. პარადოქსია, რომ 21-ე საუკუნეში ის თაობა, რომელიც ალბათ დაიბადა 90-იან წლებში, აყოლილი ჰყავთ ამ ჯგუფში იმაზე, რომ საქართველო აქციონ ლოზუნგების ქვეყნად. პრემიერ-მინისტრმა გუშინ თქვა, რომ რუსთაველზე, სადაც 80-იანი წლების ბოლოს მაშინდელი ახალგაზრდობა და არა მხოლოდ ახალგაზრდობა, მშობლების თაობა, იკრიბებოდა იმისთვის, რომ მოეთხოვათ მეტი სუვერენიტეტი, პარადოქსია, რომ ამ დღეებში მოახერხეს „ენჯეოებმა“ და მათმა მფარველმა პარტიებმა, თუ მათმა ნაწილმა პარტიებისა, შეეკრიბათ ადამიანები იმ მოწოდებით, რომ რაც შეიძლება უფრო ნაკლები სუვერენიტეტი გვქონდეს. ეს არის პარადოქსი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

ასევე იხილეთ