top_leaderboard

აქციის მონაწილეები „იმედისა“ და „პოსტივის“ ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ისევ ხელს უშლიან

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები „იმედისა“ და „პოსტივის“ ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლიან და გადამღებ ჯგუფებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.

პროტესტის მონაწილეები „იმედისა“ და „პოსტივის“ ჟურნალისტების მისამართით სკანდირებენ: „რუსებო“, „მონებო“, „წადით“. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ „პოსტივის“ ოპერატორის ვიდეოკამერის დაზიანება სცადა.

პარლამენტთან მოძრაობები „ჯიუტი“ და „დაფიონი“ აქციას მართავენ. შეკრებილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.

როგორც ცნობილია „გამჭვირვალობის კანონპროექტის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციებზე ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფებს აქციის მონაწილეების მხრიდან მუდმივად ზეწოლის ფონზე უხდებათ მუშაობა. აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ხელით ეხებიან როგორც „იმედის“ ჟურნალისტებს, ისე ტელევიზიის ინვენტარს, აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. გადამღებ ჯგუფს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელს უშლიან ევროკავშირის დროშით აღჭურვილი ადამიანები.

აღსანიშნავია, რომ ძალადობას აქციის ორგანიზატორებიდან არავინ ემიჯნება. დუმს მესამე სექტორი.

ასევე იხილეთ