leaderboard_below_slide
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: არის დადასტურებული ეჭვი, რომ NED და EED აფინანსებენ პარტიებს და რადიკალურ მოძრაობებს. გაესაჯაროებინათ პროექტები, რა საჭიროა ამდენი განცხადება?!

„დემოკრატიის ნაციონალურ ფონდთან და ევროპის დემოკრატიის ფონდთან ერთი წლის განმავლობაში მქონდა მე პირადად კომუნიკაცია, რომ გაესაჯაროებინათ თავისი პროექტები”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებზე გაცილებით მარტივი იქნებოდა, პასუხი გასცემოდა ორ პროექტთან დაკავშირებულ კითხვებს.

„ეს დღეები რომ ვისმენთ განცხადებებს ევროპული სტრუქტურებისგან, ევროპარლამენტარებისგან, სახელმწიფო დეპარტამენტისგან – ეს განცხადებები იყო ზედაპირული, არგუმენტების გარეშე. ამდენ განცხადებებსა და ნერვიულობაზე ბევრად მარტივი იქნებოდა პასუხი ორ მაგალითზე, რომელსაც ვასახელებთ უკვე რამდენი ხანია – დემოკრატიის ნაციონალური ფონდი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტიდან ფინანსდება და ევროპის დემოკრატიის ფონდი, რომელიც ევროკავშირის ბიუჯეტით ფინანსდება. ამ ორ საბიუჯეტო ორგანიზაციაზე ერთი წლის განმავლობაში მქონდა მე პირადად კომუნიკაცია, რომ გაესაჯაროებინათ თავისი პროექტები, ვინაიდან არის დადასტურებული ეჭვი, რომ ისინი აფინანსებენ პოლიტიკურ პარტიებს და რადიკალურ მოძრაობებს. გაესაჯაროებინათ, რა საჭიროა ამდენი განცხადება?!”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გამჭვირვალობის კანონპროექტის მთავარი პრობლემა ტერმინები არ არის.

„რაც შეეხება შალვა შავგულიძის შეთავაზებას ორგანიზაციების სახელთან დაკავშირებით, მყისიერად მოჰყვა მამუკა მდინარაძის კითხვა განხილვების დროს იქ მყოფი არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციის მიმართ, რომ ეს ფორმულირება თუ იქნებოდა მისაღები. მაგრამ რეაქცია იყო, რომ არის კიდევ სხვა საკითხები, ანუ ეს არ იყო მთავარი. ტერმინოლოგია არაფერშუაშია. სინამდვილეში ხელის გულზე დევს, პრობლემა რაშიც არის. სინამდვილეში საკითხი არის ის, რომ როგორც აქამდე შემოდიოდა ყოველგვარი გამჭვირვალობის გარეშე საქართველოში უცხოური ფული, ასევე შემოედინებოდეს”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ