top_leaderboard

შალვა პაპუაშვილი: წარმოუდგენელია, დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქეს უნდოდეს, რომ მისგან დაფარონ ინფორმაცია, მის დაუკითხავად შემოდიოდეს აქ ფული და პოლიტიკაში მონაწილეობდეს

„წარმოუდგენელია, სახელმწიფოსა და მოქალაქეს, რომელსაც თავი მიაჩნია დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქედ უნდოდეს, რომ მისგან დაფარონ ინფორმაცია, მის დაუკითხავად შემოდიოდეს აქ ფული და პოლიტიკაში მონაწილეობდეს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სადაც არის მსჯელობა, იქ არის მხარდაჭერა.

„საერთო ჯამში ამ პროცესმა, (არა ამა თუ რომელიმე აქციამ, მსჯელობის პროცესმა) გვაჩვენა, რა არის მხარდაჭერა. გვახსოვს, შარშან საზოგადოებაში სხვანაირი განწყობები, წლევანდელ რეაქციებსაც ვადარებთ ამ ყველაფერს და ვხვდებით, რომ რაც მაშინ შეძლეს დეზინფორმაციით, ამ შემთხვევაში ვერ შეძლეს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას პარლამენტი 29 აპრილის სასესიო კვირაში დაუბრუნდება.

ასევე იხილეთ