top_leaderboard

შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარების განცხადებაზე: „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა ევროპის ღირებულებებს შეესაბამება?! – ეს უკვე ცინიზმია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი რამდენიმე ევროპარლამენტარის საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თავიდან დაინიცირების საკითხზე ერთობლივ განცხადებას გადაცემა „იმედი LIVE“-ში გამოეხმაურა და ცინიზმი უწოდა.

„დღეს ვნახე ევროპარლამენტარების განცხადება – ეს უკვე ცინიზმია. ევროპის დემოკრატიის ფონდის მმართველობის ბორდში სხედან და ბორდის ხელმძღვანელები არიან. ვიცით, რომ ეს ორგანიზაცია პირდაპირ აფინანსებდა „სირცხვილიას“. „მოლოტოვის კოქტეილების“კამპანიას რომ აფინანსებენ, მერე ამას მალავენ, შემდეგ გამოდიან ცინიკურად და განცხადებებს აკეთებენ, რომ ეს ევროპის ღირებულებებს არ შეესაბამება, ბოდიში მომითხოვია და „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა ევროპის ღირებულებებს შეესაბამება?!“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ევროპარლამენტარებმა, დევიდ მაკალისტერმა, სვენ მიქსერმა და მარინა კალიურანდმა საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თავიდან დაინიცირების საკითხზე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას პარლამენტი 29 აპრილის სასესიო კვირაში დაუბრუნდება.

ასევე იხილეთ