top_leaderboard

გიორგი გამსახურდია: არ უნდათ, რომ მათმა დამფინანსებლებმა არ დაინახონ რეალურად ფული რისკენ მიდიოდა და ასევე კეზერაშვილისა და მათი დამფინანსებლების ფული უხილავად შემოიტანონ და დააბინაონ ქვეყანაში

„ეს კანონი [გამჭვირვალობის შესახებ] ზუსტად იმისთვის არ უნდათ, რომ მათმა დამფინანსებლებმა არ დაინახონ რეალურად ფული რისკენ მიდიოდა და ასევე კეზერაშვილის და მათი დამფინანსებლების ფული ყველასათვის უხილავად შემოიტანონ და დააბინაონ ქვეყანაში”, – ამის შესახებ პირველი პრეზიდენტის შვილმა გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„[ტელეკომპანია] „მთავარმა“ დადო დღეს „ქარდი“, იმ ავადმყოფურ შინაარსს არც გავიმეორებ. ახლა დაარქვეს [საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს] ბიძინა ივანიშვილის ოფშორში არსებული ფინანსები რომ შემოვიდეს და დააბინაოს საქართველოშიო. ბიძინა ივანიშვილს კანონის ავლით მემილიარდედი რაიმე რომ ჰქონდეს სადმე ოდესმე მოპოვებული, ამას ესენი ხომ სიცოცხლის ბოლომდე არ შეგვარჩენდნენ?! ეს კანონი [გამჭვირვალობის შესახებ] ზუსტად იმისთვის არ უნდათ, რომ იგივე მათმა დამფინანსებლებმა არ დაინახონ რეალურად ეს ფული რისთვის მიდიოდა, რისკენ მიდიოდა და ასევე კეზერაშვილის და მათი დამფინანსებლების ფული ყველასათვის უხილავად შემოიტანონ და დააბინაონ ქვეყანაში. მანდ მარხია ძაღლის თავი“, – აღნიშნა გამსახურდიამ.

ასევე იხილეთ