top_leaderboard

გიორგი ვოლსკი: არჩევნებია წინ, მოგების შემთხვევაში ბევრი კანონის შეცვლა შეუძლიათ, მაგრამ პრინციპულად არ თანხმდებიან ნორმალური ევროპული პროცესების განვითარებას, ვინაიდან გამარჯვების პერსპექტივა არ გააჩნიათ

„ახალგაზრდების საკმაოდ დიდი რაოდენობა შეიყვანეს შეცდომაში, თითქოს ამ კანონპროექტს რაიმე კავშირი ჰქონდეს რუსულ კანონთან”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან დესტაბილიზაციის გეგმა კვლავ დღის წესრიგშია.

„არჩევნებია წინ, მოგების შემთხვევაში ბევრი კანონის შეცვლა შეუძლიათ, მაგრამ პრინციპულად არ თანხმდებიან ნორმალური ევროპული პროცესების განვითარებას, ვინაიდან გამარჯვების პერსპექტივა არ გააჩნიათ და რასაკვირველია რევოლუციური აღტყინება და დესტაბილიზაციის გეგმა კვლავ დღის წესრიგშია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ასევე იხილეთ