top_leaderboard

შალვა პაპუაშვილი: კანონპროექტის პირველი მოსმენის დროს, პლენარულ სხდომათა დარბაზში ვნახეთ მაგიდებზე ბრახაბრუხი, ნაცვლად იმისა, რომ არგუმენტები წარმოედგინათ

პარლამენტის თავმჯდომარემ გამჭვირვალობის კანონპროექტის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით „ქრონიკასთან“ კომენტარი გააკეთა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციის პროტესტის მეთოდები უცვლელია და მათი ოპონენტები არასამთავრობო სექტორთან ერთად კანონპროექტს არგუმენტების ნაცვლად, ტრაფარეტული განცხადებებით აპროტესტებენ.

„პირველი მოსმენის დროს, პლენარულ სხდომათა დარბაზში ვნახეთ რა არის მათი გეგმა. ეს იყო მაგიდებზე ბრახაბრუხი, ნაცვლად იმისა, რომ არგუმენტები წარმოედგინათ. ასევე ვნახეთ ენჯეოებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთობლივად ორგანიზებული აქცია, სადაც ასევე მათი აქტიურობა გამოირჩეოდა იმით, რომ იყო ბევრი ლოზუნგი, სლოგანი და არცერთი არგუმენტი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ისევ გააპროტესტეს პარლამენტის წინ. ორგანიზატორები ამჯერად მოძრაობები – „ჯიუტი“ და „დაფიონი“ იყვნენ. შეკრება 19:00 საათზე დაიწყო, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა კანცელარიასთან და „ქართული ოცნების“ ოფისთან გადაინაცვლეს.

ასევე იხილეთ