top_leaderboard

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5 მილიონამდე მგზავრზე გათვლილი მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტების ათეულში დასახელდა

პირველად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი „Skytrax World Airport Awards 2024“-ზე, მსოფლიოს მასშტაბით 5 მილიონამდე მგზავრზე გათვლილი აეროპორტების Top-10 – ში მოხვდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან ერთად ათეულში, დურბანის, ოტავას, გოასა და ბილუნდის აეროპორტები დასახელდნენ.

ასევე, „Skytrax World Airport Awards 2024“-ზე თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები, აღმოსავლეთ ევროპის 10 საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღნიშნულ კატეგორიაში ზედიზედ მეთერთმეტედ, ხოლო ბათუმის – მესამედ, მოხვდა. მგზავრთა გამოკითხვის შედეგად, აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო ხუთეულშია – ბუდაპეშტის, ტალინის, რიგის, თბილისისა და სოფიას საერთაშორისო აეროპორტები.

მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტების დაჯილდოების ცერემონია „Passenger Terminal Expo 2024“-ის ფარგლებში ფრანკფურტში გაიმართა.

„Skytrax“ გავლენიანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 1999 წლიდან მსოფლიოს აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში მომსახურების ხარისხს იკვლევს და აფასებს. „World Airport Awards“ მსოფლიოს 100-ზე მეტი სხვადასხვა ეროვნების მგზავრისა და 570 აეროპორტის შეფასებას ეფუძნება. გამოკითხვის ფარგლებში მგზავრები აეროპორტის სერვისს აფასებენ.

 

ასევე იხილეთ