top_leaderboard

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს: როცა გინდათ სქესის მიხედვით უყურებთ საკითხებს და როცა გინდათ, კარგად მამა-პაპურად იგინებით და შეურაცხყოფას აყენებთ მანდატურებს

„სქესის ინსტრუმენტალიზება, რასაც თქვენ აკეთებთ ახლა მანიპულაციურად, ეს არის ყველაზე მდაბალი საქციელი”, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ თეონა აქუბარდიას, რომელმაც სალომე სამადაშვილის სხდომიდან გაძევების ფორმა გააპროტესტა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, როდესაც გაძევებულია პარლამენტის წევრი, კეთილი უნდა ინებოს და დატოვოს დარბაზი.

„როცა გინდათ სქესის მიხედვით უყურებთ საკითხებს და როცა გინდათ, კარგად მამა-პაპურად იგინებით და შეურაცხყოფას აყენებთ მანდატურებს, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს. ნებისმიერ დეპუტატს მოგიწოდებთ, თავი დაანებეთ პარლამენტის აპარატის თანამშრომლების შეურაცხყოფას. ხართ პარლამენტის წევრები, ერთმანეთში კიდევ ტოლერანტობა შეიძლება იყოს გარკვეული რიტორიკის, მაგრამ პარლამენტის აპარატის თანამშრომლების წინაშე მოიხადეთ ბოდიში ყველამ ამ შეურაცხყოფისთვის, რასაც ამ დღეებში ვისმენდით თქვენგან. ახლაც დგახართ და ამართლებთ პარლამენტის წევრს, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ შეურაცხყოფას აყენებდა მანდატურის სამსახურის წარმომადგენელს. რაც შეეხება გაძევებას, როდესაც გაძევებულია პარლამენტის წევრი, კეთილი უნდა ინებოს და დატოვოს დარბაზი. თუ მოუწევს უნდა გაიყვანოს. აბა, როგორ გგონიათ, აქ სახლში კი არ ხართ თქვენთან? წესები არის, ამ წესების მიხედვით უნდა იმოქმედოთ. მათ შორის, იყო ფიზიკური შეხებაც კი. შარშან გვახსოვს, ამ შემთხვევაში მამაკაცი დეპუტატებისგან და ქალი თანამშრომლებისგანაც, გვახსოვს შარშანდელი მარტის მდგომარეობა. კიდევ ერთხელ, აპარატის თანამშრომლების შეურაცხყოფას, ფიზიკურ შეხებას თავი დაანებეთ. გაფრთხილებთ ამას კიდევ ერთხელ. თან მერე გამოდიხართ და ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით მადლობას უხდით ხოლმე აპარატის თანამშრომლებს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ