leaderboard_below_slide
left_sabechdi

კახა კახიშვილი: კარგია, რომ ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, მკაცრად დაისჯებიან ნარკოტიკების გამსაღებლები

„ნარკოტიკები არ არის მხოლოდ საქართველოს გამოწვევა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ სამწუხარო მოვლენაა ქიმიური ნარკოტიკის შემოდინება მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კახიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს უსმენდნენ.

ინტერპელაციის წესით დასმული საკითხებიდან ერთ-ერთი სწორედ ნარკოდანაშაულს ეხებოდა.

როგორც კახა კახიშვილმა განაცხადა, ქიმიური ნარკოტიკის შემადგენლობა, ფორმულა ისე მალე იცვლება, რომ ფაქტობრივად შეუძლებელია ზოგიერთი ნივთიერების ნარკოტიკულ სიაში დროულად შეტანა, რომ შემდეგში  სისხლის სამართლის  პასუხისმგებლობა  დადგეს და ვიდრე სამინისტრო ახალ ბრძანებას გამოსცემს, ამ პერიოდით ნარკოგამსაღებლები სარგებლობენ.

 „თუ სხვა ქვეყნებსაც გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ქიმიური ნარკოტიკის გასაღება ძალიან გაძლიერდა მსოფლიოში. ის სამწუხაროდ არა მხოლოდ ნარკოტიკულ თრობას იწვევს, ამახინჯებს და კლავს  ადამიანს. ამიტომ ჩვენ აუცილებლად პროგრესულად უნდა ვებრძოლოთ ამ სენს. ისიც უნდა ვთქვათ, რომ წლების განმავლობაში ვისმენდით ჩვენ ნარკოლიბერალიზაციის მოთხოვნას და, ფაქტობრივად, ხელსუფლება ვაიძულეთ, რომ სხვადასხვა ცვლილებით მომხდარიყო ამ მძიმე სენის ლიბერალიზაცია. კარგია, რომ ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, მკაცრად დაისჯებიან გამსაღებლები“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

ასევე იხილეთ