leaderboard_below_slide
left_sabechdi

რატი იონათამიშვილი: „112“ არის სრულად ადაპტირებული ყველა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე საჭიროების ადამიანებზე

„ქალთა მიმართ ძალადობის ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის გახდა შესაძლებელი ახალი სერვისებით სარგებლობა, უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობა, კრიზისული ცენტრებისა და თავშესაფრებით სარგებლობა მსხვერპლის ფორმალური სტატუსის გარეშე, სახელმწიფოს არსებული სხვადასხვა სერვისის სარგებლობა წინაპირობას აღარ წარმოადგენს სამართალდამცავ, პროკურატურის ანდა სასამართლოსთვის მიმართვა, ფულადი კომპენსაციის მიღება, შესაძლებელი გახდა მსხვერპლთა დაცვის ტექნოლოგიური ღონისძიების – ელექტრონული სამაჯურის გამოყენება. პრაქტიკის გაანალიზებით საფუძველზე განახლდა განმეორებითი ძალადობის რისკების და რისკის სიმძიმის შეფასების კითხვარი ეგრეთ წოდებული შემაკავებელი ორდერის გამოცემის კითხვარი, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა ქალთა მიმართ ძალადობის ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის და მათი დაცვის, დახმარების და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურები, ქალთა მიმართ ძალადობის ან ოჯახში ძალადობის პრევენციის მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიები, დაიხვეწა „112“-ის შეტყობინების განხორციელების საშუალებები და ასევე „112“ არის სრულად ადაპტირებული ყველა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე საჭიროების ადამიანებზე. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება და მათი სპეციალიზაცია ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე“,– განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ასევე იხილეთ