leaderboard_below_slide
left_sabechdi

თამარ ჩიბურდანიძე: წარმოუდგენელია, ევროპულ სახელმწიფოებში ან ამერიკაში ვინმემ მსგავსი შეურაცხყოფა მიაყენოს ჟურნალისტს. ე.ი. რა გამოდის? რა დონის ხალხად მიიჩნევენ ქართველებს?

„ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სრულ მხარდაჭერას უცხადებს ჟურნალისტებს, რომელთა მიმართაც თბილისში გამართული დემონსტრაციებისას აქციის მონაწილეების მხრიდან ადგილი ჰქონდა ბულინგს, შეურაცხყოფას, პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლას. როგორც ჟურნალისტებს თამარ ჩიბურდანიძემ განუცხადა, შეურაცხყოფა არ არის დემოკრატია და ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია.

თამარ ჩიბურდანიძის თქმით, როცა ასეთ მიდგომას ჟურნალისტების მიმართ არ გმობენ იმ ქვეყნების წარმომადგენლები, სადაც მედიისთვის საქმიანობის ხელის შეშლა წარმოუდგენელია, გამოდის, რომ საქართველოს სათანადოდ არ აღიქვამენ.

„ეს არის ცრუ დემოკრატია, ეს არის სიყალბე დემოკრატიაში, რომელიც შემოიტანეს საქართველოში და ამას ქართველ ხალხს ეუბნებიან. ჩვენ კი ვეუბნებით, რომ ეს არაა დემოკრატია. თუკი დემოკრატია არის იგივე ელჩების, დასავლელი  ლიდერების განცხადებები ჩვენს კანონზე, აბა ერთმა მაინც  თუ გამოთქვა აზრი ჟურნალისტების საქმიანობის ხელშეშლაზე? აბა თავიანთ ქვეყნებში –  ევროპულ სახელმწიფოებში, ან ამერიკაში, ვინმემ მსგავსი შეურაცხყოფა მიაყენოს ჟურნალისტს. ე.ი. რა გამოდის? რა დონის ხალხად მიიჩნევენ ქართველებს?

ჩემი მხარდაჭერა ჟურნალისტებს –  ყველას, ვისაც მიაყენებენ შეურაცხყოფას, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ტელევიზიის ჟურნალისტი იქნება, მისი პროფესიული საქმიანობის ხელისშეშლა არ შეიძლება, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული“, –  განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

 

ასევე იხილეთ