leaderboard_below_slide
left_sabechdi

ანრი ოხანაშვილი „ნაცმოძრაობას“: თქვენ ხართ ჩვენი გმირი მებრძოლების მოღალატეების პარტია

თქვენ ხართ ჩვენი გმირი მებრძოლების მოღალატეების პარტია, ჩვენს გმირ მებრძოლებს და ჩვენს ქვეყანას ომის დაწყება დააბრალეთ. არის თუ არა ეს რუსული საქმე?”, – ასე მიმართა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ნაციონალურ მოძრაობას“.

“ეს არის 2008 წლის 1633 რეზოლუცია აგვისტოს ომის საქმეზე. რეზოლუციის მე-5 პუნქტი, რასაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი მოაწერა და მხარი დაუჭირა, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ, ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა, მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხდებოდა მისი ტერიტორიის ფარგლებში და როგორც ასეთი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების დარღვევას – კონფლიქტების გადაწყვეტას მშვიდობის საშუალებით, ხელს უშლიდა.

ამას მოაწერეთ თქვენ ხელი, ჩვენს გმირ მებრძოლებს და ჩვენს ქვეყანას დააბრალეთ ომის დაწყება. არის თუ არა ეს რუსული საქმე? ამიტომ, ვიდრე ეს საკითხები ჯერ კიდევ სრულმასშტაბიანად და სრულად არ არის გამოძიებული, ეს ხალხი კიდევ იკადრებს და სხვას და ჩვენ დაგვაბრალებენ რუსების ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებას – ხალხი, რომელიც მტკიცებულებებით პირდაპირ მხილებულია ოკუპანტი ქვეყნის ინტერესების გატარებაში, მოსკოვში ჩასვლით, რეზოლუციის მხარდაჭერით და იმ განცხადებებით და ქმედებებით რასაც აგრძელებს”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ასევე იხილეთ