leaderboard_below_slide
left_sabechdi

სოზარ სუბარი: დასავლეთიდან ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ქართველ „ენჯეოებს“ პრაქტიკულად მოუწოდა, რომ გავიდნენ ქუჩაში და ისე იბრძოლონ, როგორც უკრაინაში მიდის ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე, სანამ რაიმე არეულობას არ მიაღწევენ

„დარწმუნებული ვარ, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის კონსტრუქციულ განხილვაში ოპონენტების მხრიდან არავინ შემოვა, რადგან ეს მათ არ სჭირდებათ“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

სოზარ სუბარის თქმით, გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები ცდილობენ ამ კანონპროექტის გამო არეულობა შექმნან, რათა საქართველომ ის არ მიიღოს, თუმცა ეს არ გამოუვათ, რადგან ქართველი ხალხის ნება არის ურყევი.

„ვინც ამ კანონპროექტის განხილვას დაიწყებს, ვერ დაამტკიცებს, თუ რატომ არ სჭირდება ეს კანონი საქართველოს. ეს კანონი სჭირდება საქართველოს და ასეთი კანონია ძალიან ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში. სადაც არ არის კი, ახლა იღებენ და თან – გაცილებით მკაცრს.

იმ ძალებმა, რომლებიც ამ კანონპროექტის მიღებას ეწინააღმდეგებიან, როგორც კი ნახეს, რომ პარლამენტმა ერთი მოსმენით უკვე მიიღო კანონი და ქუჩაში აქციების ინტენსივობამ იკლო, სასწრაფოდ მეორე ფრონტი გახსნეს. ვგულისხმობ იმ განცხადებებს, რაც თეთრი სახლის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის მიერ გაკეთდა. მას მოჰყვა ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის განცხადება. NATO-მაც კი გააკეთა განცხადება, ეს ყველაფერი კი იყო ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მიმართ შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური, რისი პუნქტობრივად დამტკიცებაც შეგვიძლია. პრაქტიკულად, მათ ქართველ „ენჯეოებს“ მოუწოდეს, რომ გავიდნენ ქუჩაში და ისე იბრძოლონ, როგორც უკრაინაში მიდის ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე, სანამ რაიმე არეულობას არ მიაღწევენ. მაგრამ, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან ქართველი ხალხის ნება არის ურყევი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ასევე იხილეთ