leaderboard_below_slide
left_sabechdi

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისა და ისრაელის დახმარების კანონპროექტებზე პროცედურული კენჭისყრა ჩაატარა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პროცედურული კენჭისყრა ჩაატარა საგარეო დახმარების შესახებ კანონპროექტზე, რომლებიც უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის სამხედრო მხარდაჭერას, ასევე, ღაზასა და სხვა საომარ ზონებში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნას ითვალისწინებს. ინფორმაციას The Hill ავრცელებს.

ამ გადაწყვეტილებას მხარი პალატის 316-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო 94 წინააღმდეგი იყო.

ეს კენჭისყრა საშუალებას იძლევა, საგარეო დახმარების შესახებ კანონპროექტები წარმომადგენელთა პალატას განსახილველად წარედგინოს, რომელიც 20 აპრილს არის დაგეგმილი.

ასევე იხილეთ