ალექსანდრე ტაბატაძე: შიდა და გარეძალები აქტიურად ცდილობდნენ სახელმწიფო გადატრიალებას, ჩვენ სამსახურებს დიდი როლი მიუძღვით პრევენციისა და გამოვლენის კუთხით
![](https://reportiori.ge/icons/featured-link.png)
„როგორც შიდა, ისე გარეძალები აქტიურად ცდილობდნენ სახელმწიფო გადატრიალება, ჩვენ სამსახურებს ძალიან დიდი როლი მიუძღვით, როგორც პრევენციის, ისე გამოვლენის კუთხით”, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტაბატაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023 წლის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.
„დეზინფორმაციული კამპანია არის ერთ-ერთი მეთოდი. როგორც შიდა, ისე გარეძალები აქტიურად ცდილობდნენ სახელმწიფო გადატრიალებას, ეს ხდებოდა სხვადასხვა მეთოდით. ჩვენს სამსახურებს ძალიან დიდი როლი მიუძღვით, როგორც პრევენციის, ისე გამოვლენის კუთხით“, – განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასულ წელს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა ცალკეული ქვეყნებისა და მათი სპეციალური სამსახურების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიები.