top_leaderboard

საბა ჯულაყიძე: ისევ პროვოკაციის მოწყობა გადაწყვიტეს „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებმა პრემიერ ირაკლი კობახიძის ლექციაზე – ღირსეული პასუხი გასცეს სტუდენტებმა, ყოველ ჯერზე საკადრის პასუხს მიიღებენ, ჩემს თანატოლებს ვერ მოატყუებენ

„ისევ პროვოკაციის მოწყობა გადაწყვიტეს „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ლექციაზე. ჯერ ლექციის ჩაშლა უნდოდა 2 აქტივისტს და შეძახილები დაიწყეს, შემდეგ პრემიერის გასვლის დროს გადაწყვიტეს შეურაცხყოფების მიყენება“, – ამის შესახებ სტუდენტი საბა ჯულაყიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, სტუდენტებმა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს ღირსეული პასუხი გასცეს და ყოველ ჯერზე ასე იქნება, ვინაიდან ახალგაზრდებს ვეღარ მოატყუებენ.

„ისევ პროვოკაციის მოწყობა გადაწყვიტეს „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ლექციაზე. ჯერ ლექციის ჩაშლა უნდოდა 2 აქტივისტს და შეძახილები დაიწყეს, შემდეგ პრემიერის გასვლის დროს გადაწყვიტეს შეურაცხყოფების მიყენება. ღირსეული პასუხი გასცეს სტუდენტებმა. რის ფასად უღირთ ასეთი პროვოკაციების მოწყობა, არ ვიცი, მაგრამ რაც ზუსტად ვიცი, არის ის, რომ ყოველ ჯერზე საკადრის პასუხს მიიღებენ. ჩემს თანატოლებს ვერ მოატყუებენ. ჩვენ ღირსებით გავაგრძელებთ სვლას ევროპისკენ!“ – წერს საბა ჯულაყიძე.

ასევე იხილეთ