დავით ქართველიშვილი: სააკაშვილის კლანის წევრებისაგან განსხვავებით ხელისუფლების დღევანდელი ლიდერები არა მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში, არამედ ბრიუსელსა და სტრასბურგში ზრუნავდნენ საქართველოს ევროპულ პერსპექტივებზე

„სააკაშვილის კლანის წევრებისაგან განსხვავებით ხელისუფლების დღევანდელი ლიდერები არა მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში, არამედ ბრიუსელსა და სტრასბურგში ზრუნავდნენ საქართველოს ევროპულ პერსპექტივებზე“, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას – `მინდა ახალგაზრდებს მივმართო: თუ ვინმემ, რომელიმე მმართველმა პარტიამ მოიტანა მართლაც ხელშესახები პროგრესი და შედეგი ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ეს არის „ქართული ოცნება“.
„დავამატებდი: აზროვნების უნარშენარჩუნებულ ახალგაზრდებს. სააკაშვილის კლანის წევრებისაგან განსხვავებით ხელისუფლების დღევანდელი ლიდერები არ იცნობენ: პუტინს, მედვედევს, ლავროვს, ივანოვს, პატრუშევს, რუშაილოს.
სააკაშვილის კლანის წევრებისაგან განსხვავებით ხელისუფლების დღევანდელი ლიდერები არა მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში, არამედ ბრიუსელსა და სტრასბურგში ზრუნავდნენ საქართველოს ევროპულ პერსპექტივებზე. „რუსულად“ – ეს ხელისუფლება იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ათ წელიწადში ქვეყანას შეიყვანდა СНГ-ში, Таможенный союз-ში, ЕАЭС-სა თუ ОДКБ-ში.
ვინც ამ ასოებს ქართულ ან ლათინურ დამწერლობისგან ვერ ასხვავებს, მაშინ რა გაეწყობა:
арарусулканонсарарусулканонсарарусулканонсарарусулканонсарарусулканонсарарусулканонс…“ – წერს ქართველიშვილი.