top_leaderboard

მაია ნიკოლეიშვილი: დღეს ლიდერის დეფიციტი ნამდვილად აქვს ოპოზიციას

„დღეს ლიდერის დეფიციტი ნამდვილად აქვს ოპოზიციას. აქციების ვერც პირველმა, ვერც მეორე დღემ ვერ აჩვენა ლიდერი, მერე არსენა მარაბდელის ტიპაჟი ალეკო ელისაშვილი გამოიკვეთასავით და იმ საღამოსვე ჩაქრა”, – ამის შესახებ ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.

„რომელიღაც პოლიტიკოსს უნდათ ჩამოჰკიდონ გირლანდები, მაგრამ საქმე იმაშია, იმდენად აქტიური იყო მათი ტელევიზიები, ჩვეულებრივ ნაფოტიდან შექმნიდნენ ლიდერს, ასე ეგონათ. საბოლოო ჯამში, ვხედავთ, რომ დღეს ლიდერის დეფიციტი ნამდვილად აქვთ. აქციების ვერც პირველმა, ვერც მეორე დღემ ვერ აჩვენა ლიდერი, მერე არსენა მარაბდელის ტიპაჟი ალეკო ელისაშვილი გამოიკვეთასავით და იმ საღამოსვე ჩაქრა, ანჯელინა ჯოლის უფრო ვგავარო, თვითონ თქვა. დღეს ოპოზიციას ლიდერი არ ჰყავს. დღევანდელი ლიდერები, ყველა გაუფასურებულია. ვერცერთი ვერ ქაჩავს იმას, რას ოდესღაც ტრიუმვირატმა გააკეთა“, – აღნიშნა ექსპერტმა.

 

ასევე იხილეთ