leaderboard_below_slide
left_sabechdi

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დასახმარებლად 61 მილიარდი დოლარის გამოყოფას მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დასახმარებლად 61 მილიარდი დოლარის გამოყოფას მხარი დაუჭირა, ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კანონშემოქმედებითი პროცესის დასრულების შემდეგ ვაშინგტონი შეძლებს, კიევისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების განახლებას, რომელიც რამდენიმე თვით იყო შეწყვეტილი.

საბიუჯეტო მოთხოვნა ხელახლა უნდა დაამტკიცოს სენატმა, სადაც უკრაინისთვის დახმარებას კანონმდებელთა უმრავლესობა უჭერს მხარს. შემდეგ კი კანონს ხელი პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს, რომელმაც პირობა დადო, რომ ამას მაშინვე გააკეთებს, როგორც კი დოკუმენტი მასთან შევა.

ასევე იხილეთ