“მივესალმები წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის დახმარების დამტკიცებას”, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
“ეს აჩვენებს უკრაინის ორპარტიულ მხარდაჭერას, რომელიც გრძელდება. დახმარების ეს მნიშვნელოვანი გაზრდა დაემატება ათობით მილიარდის დახმარებას, რომელსაც უკრაინას ევროპელი მოკავშირეები აწვდიან… მოვუწოდებ სენატს, სწრაფად იმოქმედოს და გაუგზავნოს ეს კანონპროექტი [ხელმოსაწერად] პრეზიდენტ ბაიდენს,” – განაცხადა სტოლტენბერგმა.