top_leaderboard

გიორგი ჩაკვეტაძე აქციის მონაწილეებზე: არანაირი წმინდა მოწოდება აღარ დატოვეს

“სარწმუნოება აიღეს და პირდაპირ ერთობით ჩაანაცვლეს. ერთობა კარგი სიტყვაა, მაგრამ, არანაირი წმინდა მოწოდება აღარ დატოვეს”, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ აქციაზე გაჟღერებულ სლოგანთან დაკავშირებით „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„ყველანი ვრწმუნდებით იმაში, რომ ის ფინანსები, რომელიც გარკვეული დონორებისგან მოედინება, ემსახურება იმ მიზნებს, რომ მოხდეს ლგბტ პროპაგანდისა და ეკლესიის შეურაცხყოფა. ჩვენ ამას არ დავუშვებთ და ამის მთავარი გარემოება არის ის, რომ კანონპროექტზე იმუშაოს საქართველოს პარლამენტმა. ჩვენ აქტიურ კომუნიკაციას გავაგრძელებთ იმისთვის, რომ საზოგადოება კიდევ უფრო დავარწმუნოთ, რომ ამ კანონპროექტს არანაირი შეხება არ აქვს რუსულ კანონთან. ეს არის ქართული, რომლის ერთადერთი მიზანი გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა“, – აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.

 

ასევე იხილეთ