„ბარსელონა“ თავის მთავარ არენაზე, „კამპ ნოუზე“ დეკემბერში დაბრუნდება.
გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, განახლებული „კამპ ნოუს“ გახსნა 15 დეკემბერს იგეგმება.
თავდაპირველად „ბარსელონას“ დირექტორთა საბჭოს სურდა, სტადიონზე დაბრუნება 29 ნოემბრისთვის დაემთხვია. ამ დღეს კლუბი დაარსების 125 წლისთავს იზეიმებს, მაგრამ საბოლოოდ გადაწყდა, რომ არ იჩქარებენ და პირველ მატჩს განახლებულ არენაზე 15 დეკემბერს ჩაატარებენ.
ამ დღეს მაყურებელი ტრიბუნების 60 პროცენტს (დაახლოებით 63 ათასი) შეავსებს. რეკონსტრუქციის საბოლოოდ დასრულების შემდეგ „კამპ ნოუს“ ტევადობა 105 ათასი იქნება.