leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლევან საგინაშვილმა ლეგენდარული კანადელი ჩემპიონი დაამარცხა

თანამედროვე მკლავჭიდის ლეგენდარული ჩემპიონები ერთმანეთს მეორედ დაუპირისპირდნენ. East vs West-ის პრესტიჟულ ღონისძიებაზე, რომელსაც სტამბოლმა უმასპინძლა, განსაკუთრებულ ინტერესს, რა თქმა უნდა, სუპერ მძიმე წონა იქცევდა.

ქართველ „ჰალკად“ წოდებული ლევან საგინაშვილი კანადელ ჩემპიონს, დევონ ლარატს კარიერაში მეორედ დაუპირისპირიდა და კვლავ მარტივად დაამარცხა – 4:0.

საგინაშვილმა ლარატს ხელი ოთხჯერ დაადებინა და კანადელმა გარკვეული წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ პირველი ორთაბრძოლის დროს მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ უძლეველი ქართველი მკლავჭიდელი ტრავმის გამო ერთი წლის განმავლობაში ვერ ასპარეზობდა. თუმცა, ლევან საგინაშვილი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ტრიუმფით დაბრუნდა და დევონ ლარატს ჩემპიონის ქამარი წაართვა.

ასევე იხილეთ