უცხოელი ჟურნალისტების მედიატურები აჭარაში გრძელდება. ამჯერად, რეგიონის ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს ებრაელი და თურქი ჟურნალისტები ეცნობიან. ბათუმის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან ერთად ჟურნალისტებმა ბოტანიკური ბაღი, გონიოსა და პეტრას ციხეები მოინახულეს. ისინი ასევე სტუმრობდნენ მთიან აჭარას, სადაც ადგილობრივი კერძები და ღვინო დააგემოვნეს.
წლის ბოლომდე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის შესახებ სტატიების, ბლოგებისა და სიუჟეტების გამოქვეყნების მიზნით ჟურნალისტებს 25-მდე სამიზნე ქვეყნიდან უმასპინძლებს.
რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით აქტიურად მიმდინარეობს აჭარის პოზიციონირება საერთაშორისო ტურისტულ ბაზრებზეც ტურისტულ გამოფენებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის გზით. ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი უკვე წარადგინა 20-მდე ტურისტულ გამოფენაზე როგორც ევროპულ, ისე აზიურ ბაზრებზე.