ილონ მასკი ამერიკის შეერთებულ შტატებში ტიკტოკის შესაძლო აკრძალვას ეხმაურება.
სოციალურ ქსელ X-ის მფლობელი ამბობს, რომ კონგრესის მიერ მიღებული კანონპროექტი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება.
კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ახალ კანონპროექტს დაუჭირა მხარი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ტიკტოკის აკრძალვის შესაძლებლობას იძლევა. ტიკტოკის მფლობელ ჩინურ კომპანიას პლატფორმის გასაყიდად ცხრათვიანი ვადა მიეცემა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ამერიკულ აპლიკაციებში აიკრძალება.