leaderboard_below_slide
left_sabechdi

ისრაელმა დასავლეთ სანაპიროზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ოპერაცია ჩაატარა – პალესტინური მხარის ცნობით, დაღუპულია 14 პირი

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სულ მცირე 14 ადამიანი ემსხვერპლა ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ჩატარებულ 24-საათიან ოპერაციას დასავლეთ სანაპიროზე, ნურ ალ შემსის დევნილთა ბანაკში. როგორც CNN-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, ისრაელის ჯარებმა უკვე დატოვეს აღნიშნული რაიონი, თუმცა ჯერ კიდევ რჩებიან მეზობელ ქალაქ ტულკარმში.

რაც შეეხება მსხვერპლს, პალესტინური მხარის მტკიცებით, დაღუპულია სულ მცირე ერთი ბავშვი და ერთი მოზარდი. ამასთან, ინფორმაცია ვრცელდება ახალგაზრდების მასობრივი დაკავებისა და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტების განადგურებაზე.

ხოლო რაც შეეხება ისრაელს, ოფიციალური განცხადების მიხედვით, თავდაცვის ძალების მიერ ლიკვიდირებულია 10 ტერორისტი და დაკევებულია 8 ძებნილი ეჭვმიტანილი.

როგორც CNN წერს, ეს, გასული წლის 7 ოქტომბრის შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ოპერაციაა, რაც დასავლეთ სანაპიროზე ჩატარებულა.

ასევე იხილეთ