left_sabechdi

გივი მიქანაძე: ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე

“როდესაც ისმება კითხვა, რატომ აკეთებთ ამას და ეს არ გააკეთოთ, ამ შემთხვევაში გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებაზე და ჩვენც ვსვამთ კითხვას, რატომ არ უნდა გავაკეთოთ, თუკი თქვენ გაქვთ? რატომ არ შეიძლება, რომ ჩვენც გვქონდეს?!”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძე „იმედის კვირას“ განუცხადა.

მისივე თქმით, როდესაც მათ მიერ დასმულ კითხვაზე პასუხი აქ აქვთ, ისინი პირველ რიგში, მოქმედებენ ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე და ეს არის სწორედ ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა.

„როდესაც არის კონკრეტული განცხადებები, რომელსაც არანაირი არგუმენტი არ აქვს და ჩვენ ვსვამთ ძალიან ლოგიკურ და ლეგიტიმურ კითხვას იმის თაობაზე, რომ აი, თქვენი განცხადების უკან რა კონკრეტული არგუმენტი დგას, რატომ არ უნდა გავაკეთოთ ეს ან რატომ უნდა გავაკეთოთ ის და ამაზე პასუხი არ არის, ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე. ზუსტად ეს არის ის სუვერენიტეტი, რომელიც თითოეულმა ქვეყანამ, თითოეულმა საზოგადოებამ უნდა დაიცვას.

როდესაც ისმება კითხვის ნიშანი, რატომ აკეთებთ ამას და პირობითად, ეს არ გააკეთოთ, ამ შემთხვევაში, გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებაზე და ჩვენ ვსვამთ კითხვას, რატომ არ უნდა გავაკეთოთ, თუკი თქვენ გაქვთ? რატომ არ შეიძლება, რომ ჩვენც გვქონდეს?! მით უმეტეს, ის, რასაც ჩვენ ვიხილავთ, მაქსიმალურად ლიბერალურია იმასთან შედარებით, რაც ამ ქვეყნებში ან უკვე მიღებულია, ან განხილვის პროცესშია და ამასთან მიმართებაში პასუხი არ გვაქვს. უბრალოდ გეუბნებით, რომ ეს არ გააკეთოთ, – ეს არ არის პასუხი. ამ შემთხვევაში ხდება სუვერენიტეტში პირდაპირი შემოჭრა“, – განაცხადა მიქანაძემ.

ასევე იხილეთ