leaderboard_below_slide
left_sabechdi

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი: ერდოღანს უნდა რცხვენოდეს, „ჰამასის“ ლიდერს რომ შეხვდა

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი აკრიტიკებს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, რომელმაც „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელ ისმაილ ჰანიესთან თავისი ბოლო შეხვედრის კადრი გაასაჯაროვა. 

ისრაელ კაცი აღნიშნული შეხვედრის ამსახველ ფოტოს სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს წარწერით – „უნდა რცხვენოდეს“.

თურქეთის პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერდოღანი ჰანიეს გასულ უქმეებზე, სტამბოლში შეხვდა მთავრობის კაბინეტის წევრებთან და ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრ სამეჰ შუკრისთან ერთად, რათა განეხილათ ისრაელის თავდასხმები ღაზას სექტორზე და რეგიონში დაძაბულობის განმუხტვის მცდელობები.

ასევე იხილეთ