top_leaderboard

შალვა პაპუაშვილი: აქედანვე უნდა ჩამოვყალიბდეთ ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებით, რა არის ჩვენი ფასეულობა

„აქედანვე უნდა ჩამოვყალიბდეთ, ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებით, რა არის ჩვენი ფასეულობა, რა არის ის კალაპოტი, რომელშიც გვინდა, რომ ჩვენმა საზოგადოებამ იმოძრაოს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ქუთაისში, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვის გახსნაზე განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ კონსტიტუციის 30-ე მუხლში ცვლილების და ახალი კონსტიტუციური კანონის მიღების მიზეზი და საფუძველი არის ის ტენდენციები, რომლებიც ბოლო დროს არის მსოფლიოში.

„ჩვენ გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ის, რა ტენდენციების არის ხოლმე გარეთ, გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენკენაც შეიძლება, გადმოვიდეს. ამიტომ აქედანვე უნდა ჩამოვყალიბდეთ ჩვენ ამ მხრივ ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებით, რა არის ჩვენი ფასეულობა, რა არის ის კალაპოტი, რომელშიც გვინდა, რომ ჩვენმა საზოგადოებამ იმოძრაოს. სწორედ აქედან გამომდინარე შეიქმნა კონსტიტუციაში ცვლილებისა და კონსტიტუციური კანონის საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია პარლამენტის დადგენილებით, რომელიც 16 აპრილს იქნა მიღებული. ჩვენ გვაქვს ერთი თვე, იმისთვის, რომ თქვენთან და ჩვენ სხვა თანამოქალაქეებთან განვიხილოთ ეს ინიციატივა, მოვისმინოთ თქვენი მოსაზრებები, შევაჯამოთ და წარვუდგინოთ პარლამენტს თქვენი დანაბარები. 17 მაისამდე გვაქვს დრო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრები და განხილვა უახლოეს დღეებში ამბროლაურში, ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდში, მესტიაში, მომავალი კვირების განმავლობაში კი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.

ასევე იხილეთ