top_leaderboard

მამუკა მდინარაძე: 2017 წელს კონსტიტუციაში რომ ჩავწერეთ, რომ ოჯახი ეს იყო ქალისა და მამაკაცის კავშირი, გვამუნათებდნენ, მაგრამ ვნახეთ, რომ სამწუხაროდ მეგობარი ქვეყნების ბევრ კანონმდებლობაში დაკანონდა ერთნაირსქესიანთა ქორწინება

„როდესაც 2017 წელს კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ ოჯახი ეს იყო ქალისა და მამაკაცის კავშირი, გვამუნათებდნენ, მაგრამ ვნახეთ, რომ სამწუხაროდ ევროპის, ჩვენი მეგობარი ქვეყნების ბევრ კანონმდებლობაში გაჩნდა ჩანაწერი, რომელმაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ქუთაისში, ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ქუთაისში ხშირად გვიწევს ქუთაისელებთან შეხვედრა და ამ ბოლო დროს, აქტუალური თემები, იცით თქვენ, რაც არის. ბევრი არ გვახსენდება უფრო ძველი ევროპული ქალაქი, ვიდრე ეს ქუთაისია და დიდი პატივისცემით მივესალმები თითოეულ თქვენგანს, თითოეულ ქუთაისელს. აქტუალური საკითხებიდან ამ ბოლო დროს, როგორც ბატონმა შალვამ ბრძანა, გამორჩეულია ისეთი გამოწვევები, რომელიც ვიღაცას უნდა, რომ თანამედროვე ტრენდად და თანამედროვეობის ტრენდად შემოგვასაღოს. მაშინ, როდესაც 2017 წელს კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ ოჯახი ეს იყო ქალისა და მამაკაცის კავშირი, გვამუნათებდნენ ამაზე და გვეუბნებოდნენ, რომ არ იყო ეს საკითხი აქტუალური, მაგრამ ვნახეთ, რომ სამწუხაროდ ევროპის, ჩვენი მეგობარი ქვეყნების ბევრ კანონმდებლობაში გაჩნდა ჩანაწერი, რომელმაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა“, – აღნიშნა მდინარაძემ.

„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვა დაიწყო. პირველი შეხვედრა ქუთაისში მიმდინარეობს.

ასევე იხილეთ