top_leaderboard

შალვა პაპუაშვილი: რამდენიმე „ენჯეო“ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მუშაობს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებას. საუბარია გიგაურის მოწოდებაზე პარტნიორების მიმართ, რომ საქართველო დაასანქცირონ.

„ამ განცხადებაშიც კარგად ჩანს, თუ რა დამოკიდებულება აქვს ჩვენი ქვეყნის მიმართ რამდენიმე მილიონერ „ენჯეოს“ წარმომადგენელს. ეს ხალხი იყო, რომელიც ამბობდა, რომ ჩვენთვის კანდიდატის სტატუსი არ უნდა მოეცათ, ეს ხალხი ახლა ითხოვს საქართველოსთვის სანქციებს, საკუთარი ქვეყნის მიმართ არანაირი პატრიოტული დამოკიდებულება არ აქვთ. ამაში გასაკვირი არაფერია, დიდი ხანია ცნობილია, რომ რამდენიმე ენჯეო პირდაპირ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მუშაობს, ამ შემთხვევაში თავის დონორებს სამიზნე მოუნიშნა, რომ კარგად დამიზნებით გაარტყან ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური პარტნიორებისგან საქართველოს სანქცირებას ითხოვს.

 

ასევე იხილეთ