top_leaderboard

მამუკა მდინარაძე: რუსული კანონი რუსეთში მოქმედებს, საქართველოში ამოქმედდება ქართული კანონი

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ადამიანები, რომლებიც გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ მართავენ აქციებს ორ კატეგორიად შეიძლება დაიყონ. მათი ნაწილი სუბიექტურად არის დაინტერესებული ამ საკითხში, მაგალითად „ფრანკლინის კლუბის“ წარმომადგენლები და მათი ლიდერები, რომლებიც მართავენ ამ აქციებს.

„ან შეიძლება მათ შორის იყოს რაღაც რაოდენობა ადამიანებისა, რომლებსაც გულწრფელად შეიძლება სჯეროდეთ, რომ რაღაც რუსულს ებრძვიან და სასტიკად არიან მოტყუებულები, იმიტომ რომ დღემდე ვერცერთმა თქვენგანმა ვერ მითხარით, რა არის ერთი სიტყვა რუსული ამ კანონში.

შესაბამისად, რუსული კანონი რუსეთში მოქმედებს, საქართველოში ამოქმედდება ქართული კანონი და თქვენ კიდევ ვერ მეტყვით ვერცერთ სიტყვას და ვერცერთ არგუმენტს, როგორც დღეს, რა არის ქართულ კანონში რუსული“, – მიმართა მდინარაძემ ჟურნალისტებს.

ასევე იხილეთ