top_leaderboard
left_sabechdi

ბესო ხარძიანი: დარწმუნებული ვარ, ამ გოგო-ბიჭებმა არ იციან, რა ხდებოდა ქვეყანაში და ალბათ, არც თქვენ მოუყვებით, რა უქნა „ევროპულმა და დემოკრატიულმა” მიშას ხელისუფლებამ გირგვლიანს, რობაქიძეს, ვაზაგაშვილს, ხარძიანს და ბევრ ქართულ ოჯახს

„გიყურებთ ეს დღეებია ახალგაზრდებო და ახალგაზრდებს ამოფარებულო ძველგაზრდებო და ძალიან სამწუხაროა, რომ უმეტესობას წარმოდგენა არ გაქვთ საქართველოს უახლეს ისტორიაზე, კანონის წაკითხვას ვინ ჩივის”, – ამის შესახებ ბიზნესმენ ბესო ხარძიანის შვილი ბესო ხარძიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დარწმუნებულია, ამ ახალგაზრდა გოგო-ბიჭებმა არ იციან რა ხდებოდა ამ ქვეყანაში გუშინ და გუშინწინ და ალბათ, არც მოუყვებიან რა უქნა „ევროპულმა და დემოკრატიულმა” მიშას ხელისუფლებამ გირგვლიანს, რობაქიძეს, ვაზაგაშვილს, ხარძიანსა და ბევრ ქართულ ოჯახს.

„ზუსტად ეს არის მავნებლობა, ახალგაზრდების უკან, რომ მოიყარეთ თავები და შეცდომებს აშვებინებთ, თორემ დარწმუნებული ვარ 80% მანდ მდგომ ახალგაზრდებს ნამდვილად უყვართ თავიანთი ქვეყანა და ჰგონიათ, რომ ართმევენ სამშობლოს. თქვენ, უმრავლესობამ, ვერ ივარგეთ ვერც ადამიანებად და ვერც პოლიტიკოსებად და მაგ ახალგაზრდებს/ბავშვებს მაინც შეეშვით და აცადეთ ცხოვრება.

სამშობლო ნივთი არაა, რომ წაიღონ და გამოკეტონ სადმე, სულ აქ იქნება სამშობლოც და ეგ პარლამენტიც. ერთად ვაპროტესტოთ თუ ეს კანონი არ იმუშავებს ისე, როგორც წერია და როგორსაც გვთავაზობენ. საბოლოოდ, თუ ამ ერთმა კანონმა წაგვართვა სამშობლო, ესე იგი არც აქამდე გვქონია და გული ძალიან ნუ დაგწყდებათ.

ბავშვობაში რამე რომ არ ვიცოდით ან გვეშლებოდა, კითხვას ვსვამდით ან კითხვის დაუსმელად ვიღებდით პასუხებს, რა იყო სწორი და რა – არასწორი. თქვენ არც კითხვის დასმა გინდათ, არც კანონის წაკითხვა გაინტერესებთ, ესე არ გამოვა არაფერი, მარტო ცეკვა – თამაშით და რეივით.
ამ ახალგაზრდა გოგო/ბიჭებმა დარწმუნებული ვარ არ იციან რა ხდებოდა ამ ქვეყანაში გუშინ და გუშინწინ და ალბათ, არც თქვენ მოუყვებით რა უქნა „ევროპულმა და დემოკრატიულმა” მიშას ხელისუფლებამ გირგვლიანს, რობაქიძეს, ვაზაგაშვილს, ხარძიანს და ბევრ ქართულ ოჯახს. თქვენთვის ეს უბრალოდ სევდიანი ისტორიებია და ჩვენთვის კიდევ მთელი განვლილი ცხოვრება, მაგრამ მიუხედავად ამისა არასდროს დავაყენებთ ქვეყნის ინტერესებზე წინ ჩვენს პირად ტრაგედიებს და თუ ქვეყანას დასჭირდება, დავდგებით იქ, სადაც საჭირო იქნება, მაგრამ ტყუილად გგონიათ, რომ ისტორიის ნათელ მხარეს დგახართ, ცდებით. როგორ შეიძლება ნათელ მხარეს იდგეთ, როცა აპროტესტებთ საკითხს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, ოპოზიციასთან, რომელმაც წლების წინ გენოციდი მოუწყო ქართველ ერს!

ტყუილად არ ვახსენე ეს გვარები და გაუბედურებული ოჯახები, ზუსტად ისინი გელაპარაკებიან დემოკრატიაზე, ნათელ მომავალზე და საქართველოს ხვალინდელ დღეზე. ზუსტად ამიტომ ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო. ერთხელ როგორ ვერ დავემთხვიეთ რამის პროტესტში? რა მალე გვავიწყდება ყველაფერი?

ამ ქვეყნის ისტორია არც ამ კანონით იწყება და არც ამით მთავრდება ახალგაზრდებო და საერთოდ ასე მარტივად არ მთავრდება ეს ქვეყანა, როგორც თქვენ გიყვებიან და სანამ დროა ჩამოშორდით მაგ ბინძურ ხალხს და ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება“, – წერს ბესო ხარძიანი.

ასევე იხილეთ